ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

16 მარტი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში კორონავირუსის |გავრცელების პრევენციის მიზნით მორიგი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარებით, რომელიც ჯანდაცვის სამსახურის მიერ არის რეკომენდირებული, დამუშავდა ჯგუფები, ინვენტარი, სათამაშოები, სამზარეულოები და დერეფნები. ამ დროისთვის გურჯაანის ყველა საბავშო ბაღი დეზინფიცირებულია და სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზადაა. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდეა შეჩერებული

გააზიარე