"გურჯაანის მუნიციპალური სერვისი "სამუშაოებს აგრძელებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის " მიერ, სპეცტექნიკის საშუალებით, სოფლებში: ვაზისუბანში, მუკუზანში, ვეჯინში და ჯიმითში მოსწორდა შიდა საუბნო გზის მონაკვეთები.
ასევე, სოფლებში: კალაურში, ჭანდარში, არაშენდასა და ჩალაუბანში გაიწმინდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის მონაკვეთები.
ასევე, სამუშაოები განხორციელდა წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ მუკუზანსა და სოფელ ჭანდარში არსებული წყლის სათავე ნაგებობებს.
სოფელ ველისციხეში, სოფელ კარდენახში და სოფელ ჩალაუბანში არსებულ წყლის ჭაბურღილებზე შეიცვალა და დამონტაჟდა წყლის საქაჩი სამი ახალი ტუმბო.
ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული და გათიშული 7 (შვიდი) ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ახაშენი, ველისციხე, გურჯაანი, ვეჯინი, ბაკურციხე, კარდენახი და ჩალაუბანი.
დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები აღდგა სოფლებში: შაშიანი, ვაზისუბანი, ჩუმლაყი, გურჯაანი, ბაკურციხე, არაშენდა და ჯიმითი.
სოფელ ბაკურციხეში, სოფელ კარდენახსა და სოფელ ჯიმითში 120 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო წყლის ახალი მაგისტრალი.