ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აგრძელებს

5 დეკემბერი, 2022

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აგრძელებს.

სამი ახალი წყლის საქაჩი ტუმბო და ახალი ელექტრო კარადა დამონტაჟდა შემდეგ სოფლებში: ველისციხე (ორი), ვეჯინი;

ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 5 ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: მუკუზანი, ახაშენი, ჩუმლაყი, გურჯაანი, მელაანი;

სპეციალური ტექნიკით აღდგა დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ახაშენი, გურჯაანი, ჯიმითი, ზემო კაჭრეთი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;

სოფელ ახაშენში, "თავწყაროდან" ე.წ. "პაპროაანთ უბანში", "ჭაჭუკაანთ უბანში" და "სამების უბანში" მცხოვრები 120 ოჯახისთვის, 900 მეტრის მანძილზე მოეწყო ახალი წყლის მაგისტრალი, ხოლო 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დასრულდა წყლის მიწოდების სამუშაოები;

სოფელ ველისციხეში ე.წ. "ბარაკების უბანში", 1350 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი წყლის მაგისტრალის დაქსელვის სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო ახალი "აღრიცხვის კვანძი", და დამონტაჟდა წყლის საქაჩი ტუმბო;

მუნიციპალურ სერვისში წყლის მარეგულირებლის პოზიციაზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამაში დასაქმებულ 10 ბენეფიციარს გადაეცა ზამთრის თბილი ტანსაცმელი;

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

სპეციალური ტექნიკით მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებთან მისასვლელი გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ველისციხე, ჩუმლაყი, ჭანდარი, ბაკურციხე, ზემო კაჭრეთი, ჯიმითი, დარჩეთი, ზიარი;

გააზიარე