ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო!

1 მარტი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო!

ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოიყო.

ასევე, ნებისმიერ მსურველს, თითოეულ მოქალაქესა და ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ აქციაში, სხვადასხვა ნივთით და პროდუქტით დახმარება გაუწიონ უკრაინელ ხალხს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროცესი დღეს დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა ქათამაძე ადგილზე გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული ნივთების ჩაბარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეგიძლიათ.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.

აქცია კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

გააზიარე