ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

11 მარტი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტები მოსახლეობამ უკვე შეარჩია. მათ პრიორიტეტად საბავშვო ბაღების შენობების შეკეთება, ინვენტარის შეძენა, მოედნების და სკვერების მოწყობა დაასახელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გავმართეთ. შეხვედრებზე ადგილზე არსებული საჭიროებები განვიხილეთ, საიდანაც ის პრიორიტეტები განისაზღვრა, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, როდესაც ადგილობრივები თავად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა უნდა გაკეთდეს სოფელში და რაზე დაიხარჯოს სოფლისთვის გამოყოფილი თანხა. მათ ყველაზე კარგად იციან სოფლის საჭიროება და ეს ასევე ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.“ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

2022 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 520 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე