ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა სოფელ ნანიანში, ახლადმოწყობილი სავარჯიშო სივრცე და საბავშვო სკვერი დაათვალიერა

17 ივნისი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა სოფელ ნანიანში, ახლადმოწყობილი სავარჯიშო სივრცე და საბავშვო სკვერი დაათვალიერა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 145 ლარამდე დაიხარჯა.

" მსგავსი პროექტები ბევრ სოფელში ხორციელდება. ჩვენ ყოველდღიურად ვახდენთ სამუშაო პროცესის მონიტორინგს, რათა კარგი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა ჩავაბაროთ ჩვენს მოქალაქეებს." - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და კეთილმოწყობა, რაც ხელს შეუწყობს სპორტისადმი ინტერესის გაზრდას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მერიის ერთ- ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სავარჯიშო სივრცეებს, ზოგან კი საბავშვო სკვერებს, 11 სოფელსა და ქალაქ გურჯაანში ოთხ ადგილზე მოაწყობს. პროექტებისთვის, ჯამში, 1 მილიონ 200 000 ლარამდეა გამოყოფილი.

გააზიარე