ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ივლისი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების შეძენის უზრუნველყოფას, სააფთიაქო ქსელში ყოველდღიური შეღავათიანი პირობებით.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კახეთის მუნიციპალიტეტების მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება ექნება კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლებით შეიძინონ საჭირო მედიკამენტები.

გააზიარე