ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპ " გურჯაანის სპორტული გაერთიანების"თანამშრომლებს შეხვდა

24 თებერვალი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მოადგილესთან ლერი გელენავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე - ვანო ბერიძიშვილთან ერთად, ა(ა)იპ " გურჯაანის სპორტული გაერთიანების" თანამშრომლებს შეხვდა.

 სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრეს,ასევე თანამშრომლებისგან პირადად მოისმინეს საჭიროებები, რომელიც მათი მაქსიმალურად ეფექტიანი საქმიანობისთვის არის საჭირო. ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის ყოველთვის მზად არის პირადად მოუსმინოს თითოეულ მათგანს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ საქმიანობაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, სამუშაო შეხვედრას, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთან გამართავს.

გააზიარე