გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი სოფელ მელაანში ახალგაზრდული ჯგუფის "მელო"-ს წევრებს შეხვდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი სოფელ მელაანში ახალგაზრდული ჯგუფის "მელო"-ს წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განიხილეს, რომლის განხორციელებაც "ახალგაზრდულ საბჭოსთან" ერთად სამომავლოდ დაიგეგმა. ახალგაზრდებმა, რომლებიც სხვადასხვა პროექტში არიან ჩართულები, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და იდეებიც გაუზიარეს. ასევე, ისაუბრეს სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მნიშვნელობაზე.
დავით სონღულაშვილი ახალგაზრდებს იდეების განხორციელებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფაში დახმარებას და მხარდაჭერას დაჰპირდა.