გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს
აუქციონის დაწყება - დამთავრება 20.11.2019წ. 12:30 – 06.12.2019წ. 15:00
- ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:
- სოფელ ვაზისუბანში მდებარე კულტურის სახლის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული, 11,20კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი - 51.05.14.352. საწყისი წლიური საიჯარო ქირა -360 (სამას სამოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 18 (თვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 108 (ასრვა) ლარი. საიჯარო ვადა ერთი წელი.
- აღწერილობა:
იჯარით გასაცემი არასაცხოვრებელი ფართი მდებარეობს შენობის პირველ სართულზე. არის სუფთა მდგომარეობაში.
- სოფელ ახაშენში მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული, 12,32კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი - 51.08.59.043.01.501 საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 840 (რვაას ორმოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 42 (ორმოცდაორი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 252 (ორას ორმოცდათორმეტი) ლარი. საიჯარო ვადა ერთი წელი.
- აღწერილობა:
იჯარით გასაცემი არასაცხოვრებელი ფართი მდებარეობს შენობის პირველ სართულზე. არის სარემონტო.
- სოფელ ჭანდარში მდებარე 35,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.11.68.211. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 600 (ექვსასი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 30 (ოცდაათი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 180 (ას ოთხმოცი) ლარი. საიჯარო ვადა ორმოცდაცხრა წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი განთავსებულია თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ.
ფართი დაფარულია ბუჩქნარით.
________________________
- აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის
ვადაში დაფაროს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული - არასაცხოვრებელი ფართის იჯარის შემთხვევაში -
ერთი თვის საიჯარო ქირა, ხოლო მიწის ნაკვეთის იჯარის შემთხვევაში - სამი თვის საიჯარო ქირა და
ქონების მესაკუთრესთან გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულება;
- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების
დამადასტურებელ ოქმს, ან/და არ გააფორმებს აღნიშნულ ვადაში საიჯარო ხელშეკრულებას, აუქციონის
შედეგები უქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება;
- მეიჯარე იტოვებს უფლებას, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, წერილობითი შეტყობინების
საფუძველზე, მოსთხოვოს მოიჯარეს ობიექტის გათავისუფლება და ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება;
- თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული
პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან
წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ
მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში
მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
საიჯარო ქირა, შეიტანება სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე:
ა) არასაცხოვრებელი ფართის შემთხვევაში - 300503212;
ბ) მიწის ნაკვეთის შემთხვევაში - 300503047.
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 599 85 23 35, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი