ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

3 ივლისი, 2024

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

ამ დროისთვის, ახტლის ხევზე, ბაზრის მიმდებარედ, ხიდის გაგანიერების სამუშაოები მიმდინარეობს და ეწყობა ბეტონის საფარი. ხიდის რეაბილიტაციის პარალელურად აღნიშნულ გზაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები.

ხიდის კონსტრუქციის ცვლილების სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვლთან ერთად მოინახულა.

სამუშაოებს საქართველოს საავტომობლო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ქეი ქონსთრაქშენი" ასრულებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 739 244 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე