ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23
გენდერული თანასწორობის საბჭო
საკრებულო და აპარატი

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

--- გურჯაანის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25-ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდ ანაღინიშნება. 16 დღის განმავლობაში, ჩვენი მუნიციპალიტეტი გეგმავს როგორც ონლაინ შეხვედრების სერიას, ისე საინფორმაციოსოც. მედიაა ქტივობებს,რომლის გაშუქებასაც განახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეა ალავერდაშვილი.

16 დღიანი კამპანიის კალენდარული გეგმის მიხედვით

25 ნოებერი-გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა,16დღიანი კამპანიის დაწყების შესახებ განცხადების გაკეთება, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღის აღნიშვნა,საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება.

29 ნოემბერი-უფლება დამცველ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ს.ს.ი.პ. ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ჩართულობით საინფორმაციო შეხვედრა თემაზე-,,მსოფლიოს უფლება დამცველი ქალები’’

1 დეკემბერი-შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგებთან,საინფორმაციო ჩართვას გააკეთებს სამედიცინო ცენტრ ,,კახეთი-იონის ‘’ გენერალური დირექტორი თამარ ცანკაშვილი.

5 დეკემბერი-მოხალისეთა საერთაშორისოდღეს,მოხალისე ახალგაზრდები გაავრცელებენ ძალადობის და ნაადრევი ქორწინების შესახებ საინფორმაციო ფლაერებს(ფლაერები დაიბეჭდა 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში)

6დეკემბერი-მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის აღსანიშნავად, ს.ს.ი.პ. ველისციხის საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებელი ონლაინ შეხვედრა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების დაცვის და ნაადრევი ქორწინების აღმოფხვრის მიმართულებით.შეხვედრის ორგანიზატორი ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი.

10 დეკემბერი- ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით,კახეთის ქალთა ოთახების ერთობლივი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის,ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.შეხვედრაში მონაწილეობენ ა/ო ,,საფარის’’გენერალური დირექტორი ბაია პატარაია,კახეთის რეგიონალური სახალხო დამცველის წარმომადგენელი გენდერულ საკითხებზე ეთერ შიუკაშვილი.საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა და გავრცელება ცნობიერების ამაღლების მიზნით.ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიმართულებით.მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.


http://gurjaani.gov.ge/sites/default/files/16-dgiani-kampania_1.docx

გააზიარე