ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

„ახალგაზრდული საბჭოს" არაფორმალური განათლების კლუბის ორგანიზებით, სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე" ჩატარდა

31 მარტი, 2022

გურჯაანის „ახალგაზრდული საბჭოს" არაფორმალური განათლების კლუბის ორგანიზებით, სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე" ჩატარდა.

თამაშში მელაანის, არაშენდის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ჯიმითისა და ჩალაუბნის საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ინტელექტუალური შეჯიბრი ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე 12 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში 5 გუნდი გადავიდა.

 თამაშის გამარჯვებული კი სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

 გამარჯვებული გუნდის წევრებს სერთიფიკატები, წიგნები, ბლოკნოტები და ბრენდირებული ნივთები გადაეცათ. ინტელექტუალური თამაში გურჯააანის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ გურჯაანის კულტურის ცენტრის, კაჭრეთის საჯარო სკოლისა და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი ესწრებოდნენ.

 

გააზიარე