ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

არაშენდის მოსახლეობას ადგილობრივმა პროდუქტები გადასცა

7 April, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქციებმა სოციალური კამპანიის სახე მიიღო!  ამჯერად, სოფელ არაშენელმა ელიზბარ რაქვიაშვილმა, ათ ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს სასურსათო კალათები გადასცა, რომელიც რამდენიმე სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტისგან შედგებოდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დიდ მადლობას უხდის მას მაღალი სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის! შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქციები, ასევე გაიმართა სოფელ ველისციხესა და ახაშენში.

გააზიარე