ანსამბლებმა ''ხარებამ'' და ''გურჯაანმა" ფესტივალ "არტ-გენში" მიიღეს მონაწილეობა
ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ''ხარებამ'' და ''გურჯაანმა" თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ, ფესტივალ "არტ-გენში" მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი „არტ-გენი“ ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც აერთიანებს ფოლკლორს და თანამედროვე მუსიკას. მისი მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.