ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ამაღლების მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

10 ივნისი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ამაღლების მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

პროექტის ფარგლებში, 658 მეტრი სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. მოასფალტების სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 331 977 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “იმედი დიდუბე” ასრულებს.

გააზიარე