ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აგრძელებს

22 ნოემბერი, 2022

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

გასულ კვირას შემდეგი სამუშაოები შესრულდა:

● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული რვა ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, ვაზისუბანი, ზეგაანი, მუკუზანი, ველისციხე, გურჯაანი, ვეჯინი, კარდენახი.

● დაზიანებული წყალმომარაგების ქსელი აღდგა სოფელ ზემო კაჭრეთის საბავშვო ბაღში;

● სპეციალური ტექნიკით აღდგა დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, შაშიანი, ვაზისუბანი, მუკუზანი, გურჯაანი, კარდენახი, ჩალაუბანი, ჭანდარი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;

● სოფელ ველისციხეში ე.წ. "ბარაკების უბანში" მცხოვრები დაახლოებით 50 ოჯახისთვის, 1350 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დასრულდა ახალი წყლის მაგისტრალის დაქსელვის სამუშაოები;

● ა(ა)იპ მუნიციპალურ სერვისში მარეგულირებელის პოზიციაზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველ 65 ბენეფიციარს სამეურნეო იარაღები და უნიფორმა გადაეცა;

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

● სპეციალური ტექნიკით მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო გზის მონაკვეთები ქალაქ გურჯაანსა და შემდეგ სოფლებში: ჭერემი, ვეჯინი და ჩალაუბანი;

გააზიარე