ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აგრძელებს

28 ნოემბერი, 2022
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აგრძელებს.
გასულ კვირას შემდეგი სამუშაოები შესრულდა:
● ვაჩნაძიანის ე.წ. "ჩადუნი"-ს, ე.წ. "მურყნის" და შაშიანის ე.წ. "ბუყბუყა"-ს წყლის სათავეებზე აღდგა დაზიანებული წყლის მაგისტრალები;
ველისციხესა და ვეჯინში დამონტაჟდა წყლის საქაჩი ტუმბოები;
● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული ექვსი ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: კალაური, ველისციხე, გურჯაანი, კარდენახი (ორი), კაჭრეთი;
● სპეციალური ტექნიკით აღდგა დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, შაშიანი, გურჯაანი, კოლაგი, ბაკურციხე, კარდენახი, კაჭრეთი, მელაანი, ჯიმითი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;
● მუნიციპალურ სერვისში მარეგულირებელის პოზიციაზე დასაქმებულ 30 ბენეფიციარს (სოციალურად დაუცველი), გადაეცა ზამთრის უნიფორმა;
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
● სპეციალური ტექნიკით მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ჩუმლაყი, გურჯაანი, კოლაგი, კარდენახი, ჯიმითი, ნანიანი.
გააზიარე