ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

31 დეკემბერი 2019

3 იანვარი, 2020

ახალი წლის დადგომა გურჯაანის საახალწლო ქალაქში გრანდიოზულად აღინიშნა.  ნონეშვილის გამზირზე, გასართობი ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყო გასართობი თამაშები და ანიმაციური ფილმების ჩვენება. ბავშვების განწყობაზე თოჯინების თეატრი და ანიმაციური გმირები ზრუნავდნენ.  საახალწლო ქალაქში გაიმართა აკრობატი სანტების შოუ და საბავშვო მუსიკალური კონცერტი.  21:00 საათზე გალა კონცერტი დაიწყო, რომელსაც გიორგი ბაგრატიონი და ლიკა მედულაშვილი უძღვებოდნენ. კონცერტი ბენდმა 1/4-მა გახსნა.  კონცერტის დაწყებამდე "ახალგაზრდული საბჭოს" წევრებმა თანაგუნდელები სხვადასხვა ნომინაციებზე წარადგინეს და სამახსოვრო სიგელები გადასცეს.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა გურჯაანის დამსახურებული მოღვაწეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ესენი არიან: სასწრაფოს ექიმი გელა სოლოღაშვილი, მეეზოვე - ტარიელ ზარდიაშვილი, მეხანძრე-მაშველი ჰამლეტ სადუნიშვილი, პედაგოგი მზია ანჯაფარიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის მუშაკი ნინო ნაცვლიშვილი, რომლის სიგელიც ოჯახის წევრებს გადაეცა.  საღამო DJ-ს გამოსვლით და ჯგუფი Friend-Si-ს კონცერტით გაგრძელდა.  12:00 საათს გურჯაანი ბენდი "ხარება" -ს მრავალჟამიერით და გრანდიოზული ფოიერვერკით შეხვდა.

გააზიარე