ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

3 მარტი -დედების დღე

3 მარტი, 2020

დღეს, 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი რამდენიმე მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია და ქალბატონებს დედის დღე მიულოცა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დედის დღესთან დაკავშირებით, 74 მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედას სასაჩუქრე პაკეტი გადაეცა.  მათ, ყვავილები, ტკბილეული და სურსათი სოფლებში მერის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა გადასცეს. 3 მარტის სოციალური კამპანია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას ულოცავს დედის დღეს!

 

გააზიარე