2019 წელს სოფელ ვაჩნაძიანში სტადიონის უბანი რეაბილიტირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წელს, სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. სტადიონის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა გზა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდა. სამუშაოები ამხანაგობა " ბილტმორი-2" შეასრულა, რისთვისაც 145 578 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სოფელ ვაჩნაძიანში ოთხი შიდა საუბნო გზა რეაბილიტირდა.