2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა
2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია “დიას” ორგნიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი სოფიო ქუმსიაშვილი და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის გაზრდა და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა. შეხვედრისას, ასევე აქცენტი გაკეთდა ინკლუზიაზე, 18 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიმართულებით არსებული პროგრამების გაუმჯობესებასა და ახალი პროგრამების დანერგვის მნიშვნელობაზე.