მალე, გურჯაანში, რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება!
სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 941 595 ლარია.
შეგახსენებთ, რომ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრისთვის, ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, ადგილი უკვე გამოყოფილია. მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება