ბაკურციხის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსთან ბიჭიკო მაისურაძესთან ერთად, სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის, სარემონტო სამუშაოები კიდევ ოთხ სკოლაში - კარდენახის, ჭანდრის, ქალაქ გურჯაანის მე-4 და სოფელ დარჩეთის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. ზემო კაჭრეთში კი ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება.