Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ბაკურციხეში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

2 August, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად სოფელ ბაკურციხეში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ადგილზე მოინახულა.

ამ დროისთვის, 751 მეტრი სიგრძის გზაზე, ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს.

Სამუშაოებზე რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 662 323 ლარი დაიხარჯება.

2024 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქ გურჯაანში ასევე სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტრის მოწესრიგების მიზნით 32 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

Share page