Hot line : (0 353) 22 12 23

„რა? სად? როდის?“ გამარჯვებული ვაზისუბნის სკოლა გახდა

31 May, 2024

ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სასკოლო სერიის გამარჯვებული ვაზისუბნის სკოლის გუნდი გახდა.

მუნიციპალური პროექტის ფინალში 6 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, პირველი ადგილის მფლობელი ვაზისუბნის გუნდი გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე კი არაშენდისა და ბაკურციხის მოსწავლეთა გუნდებმა დაიკავეს. საუკეთესო მოაზროვნე არაშენდის სკოლის მოსწავლე დავით პიტიურიშვილი გახდა,

ფინალში მონაწილე ექვსეულს, მეორე - მესამე ადგილზე გასულ გუნდებსა და საუკეთესო მოაზროვნეებს პრიზები - ბროლის ბუ, სიმბოლური ჯილდოები, ფასიანი საჩუქრები და საპატიო სიგელები გადაეცათ.

ახალგაზრდული პროექტი გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა მხარდაჭერით ჩატარდა.

Share page