Hot line : (0 353) 22 12 23

1 ივნისი გურჯაანში

1 June, 2024

დღეს, 1 ივნისს, გურჯაანის ცენტრალურ პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებებით აღინიშნა.

ცენტრალურ პარკში ბავშვებს ანიმატორები დახვდნენ, მოეწყო სპორტული აქტივობები, ,,მხიარული მუსიკალური თამაშები“, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სახეზე მოხატვა.

გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა ბავშვებისთვის სპექტაკლი ჩაატარა. ღონისძიებაში ჩართული იყო გურჯაანის “ახალგაზრდული საბჭო”.

დღის ბოლოს ,,leko’s Studio”-ს კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ოჯახთან ერთად დაესწრო.

ბავშვთა დაცვის დღის ღონისძიებების სპონსორები იყვნენ “კოკა-კოლა” და “გურჯაანის ნაყინი”, რომელებიც სტუმარ ბავშვებს გამაგრილებელი სასმელით და ნაყინით გაუმასპინძლდნენ.

Share page