გურჯაანის სპორტკომპლექსში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე აღინიშნა
გურჯაანის სპორტკომპლექსში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე, აღინიშნა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა - მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ორგანიზატორები ბენეფიციარებს ტკბილეულით, ხოლო "კოკა-კოლა" და "გურჯაანის ნაყინი" გამაგრილებელი სასმელით და ნაყინით გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ "გურჯაანის კულტურის ცენტრის" და ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.