გურჯაანის კულტურის ცენტრში, სპექტაკლის "ნიკო" პრემიერა გაიმართა
გურჯაანის კულტურის ცენტრში, სპექტაკლის "ნიკო" პრემიერა გაიმართა.
რეჟისორი ლევან ხვიჩია სპექტაკლზე, პროფესიონალ და მოყვარულ მსახიობებთან ერთად თითქმის სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.
მსახიობებმა სცენაზე, თითქმის უსიტყვო წარმოდგენით გააცოცხლეს ნიკო ფიროსმანის ცხოვრების ის მხარე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.
სპექტაკლს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი , გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.