Hot line : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

12 April, 2024

ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში" სამუსიკო სკოლების ინსტრუმენტების განახლება" გაიმარჯვა.

მოპოვებული გრანტით, რომელიც 26 800 ლარს შეადგენს, სამუსიკო სკოლების გაერთიანება 2 ფორტეპიანოს შეიძენს.

ასევე, გურჯაანის თვითმმართველობის მხარდაჭერით, მოხდება დამატებით 3 ფორტეპიანოს შეძენა და გაერთიანებაში შემავალ ხუთივე სამუსიკო სკოლას თითო ახალი ინსტრუმენტი გადაეცემა.

გურჯაანის სამუსიკო სკოლებში ფორტეპიანოები ათწლეულებია არ განახლებულა.

Share page