გამწვანების აქცია გურჯაანში
ქალაქ გურჯაანში, გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა დიდების მემორიალის მიმდებარედ ცაცხვის და კიპაროსის ნერგები დარგეს.
აქციის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიის თემის პოპულარიზაცია და მეტი რეკრეაციული ზონის შექმნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
გამწვანების აქციაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და "ახალგაზრდული საბჭოს" წევრები მონაწილეობდნენ