Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის სივრცითი მოწყობის პროექტის შესახებ შეხვედრა გაიმართა

29 March, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქ გურჯაანის
ცენტრის განაშენიანების გეგმის შექმნის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც პროექტის ავტორ გია აბულაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა სახის კვლევებს ტრანსპორტირების,
სოფლის მეურნეობის, სოციალური და საინჟინრო მიმართულებების
ირგვლივ.
მეორე ეტაპი გულისხმობს უშუალოდ კონცეფციის შექმნას, ხოლო მესამე
ეტაპი უკვე დასრულებულ პროექტს, რომელიც 2024 წლის მაისში
იქნება მზად.

მუნიციპალიტეტის მთავარი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზანია მდგრადი განვითარების, ადგილობრივი
მოსახლეობის და სტუმრების ცხოვრების, დასვენების და საქმიანობისთვის
ჯანსაღი, მიმზიდველი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების და მართვის
სამართლებრივ-ნორმატიული წინაპირობების შექმნა.

აღნიშნულ პროექტს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სივრცითი და
ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო“ აფინანსებს, რომლის
ღირებულებაც 1 262 600 ლარია.

პროექტს შპს „სტუდია 21“ ასრულებს, რომელმაც შექმნა სოფელ
ველისციხის გენერალური რეგულირების გეგმა და ამ დროისთვის,
სოფლის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია სწორედ მათი პროექტის
მიხედვით ხორციელდება.

Share page