Hot line : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

16 January, 2023

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

✔️ დიდთოვლობის გამო სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ქ. გურჯაანში ი.ნონეშვილის ცენტრალური ქუჩა, გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი 7 კმ სიგრძის და სოფელ გურჯაანში, მახარობლის სასაფლაომდე მისასვლელი გზის მონაკვეთები;

✔️ სპეციალური ტექნიკით თოვლისგან გაიწმინდა გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე, სოფელ ძირკოკიდან სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებამდე მისასვლელი ხიდბოგირის ქვეშ არსებული მონაკვეთები;

✔️ სოფელ ახაშენის წყლის სათავეზე აღდგა სხვადასხვა მონაკვეთებზე დაზიანებული წყლის ცენტრალური მაგისტრალი;

✔️ სოფლებში: გურჯაანი, ვეჯინი, კარდენახი დამონტაჟდა 3 ახალი წყლის საქაჩი ტუმბო;

✔️ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 18 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: კახიფარი, ვაჩნაძიანი, შაშიანი, ველისციხე (3), ახაშენი, ჩუმლაყი (3), გურჯაანი (2), ვეჯინი, ბაკურციხე, კარდენახი, ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა;

✔️ დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები დროულად და სრულად აღდგენილია შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, შაშიანი, ვაზისუბანი, მუკუზანი, ზეგაანი, ველისციხე, ახაშენი, ჩუმლაყი, გურჯაანი, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი, ჩალაუბანი, არაშენდა, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;

✔️სოფელ გურჯაანში ე.წ. "დელაბაანთ უბანში", 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, სპეციალური ტექნიკით დასრულდა ახალი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები, ხოლო სოფელ ჩალაუბანში ე.წ. "ბარნაბიშვილების უბანში" 300 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ახალ წყლის მაგისტრალი;

✔️ სოფელ კარდენახში განახლებულ სპორტული დარბაზში დასრულდა საშემდუღებლო სამუშაოები;

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

✔️ მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: გურჯაანი, ჭანდარი, კაჭრეთი და ქ.გურჯაანი.

Share page