სოფელ ვაჩნაძიანის და კახიფრის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022 წელს, განხორციელებული სამუშაოები
სოფელ ვაჩნაძიანის და კახიფრის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022 წელს, განხორციელებული სამუშაოები:
სოფელ ვაჩნაძიანში:
დასრულდა "ყველაწმინდისკენ" მიმავალი გზის რეაბილიტაციის I ეტაპი;
მოასფალტდა ე.წ სადგურის და საბავშვო ბაღის დამაკავშირებელი გზა და ჩიხი;
საერთო საცხოვრებლისთვის მოეწყო სასმელი წყლის მაგისტრალი;
ამბულატორიის ქვედა უბნისთვის მოეწყო სასმელი წყლის მაგისტრალი;
ე.წ. სადგურის და ქაშუეთის უბნებში გაიწმინდა არსებული ჭაბურღილები;
ე.წ. სადგურის უბნისთვის დამონტაჟდა 2 ცალი 25 ტონიანი წყლის რეზერვუარი;
საბავშვო ბაღში შეკეთდა სველი წერტილები და მოხდა საჭირო ინვენტარის შეძენა;
მიმდინარეობს ფრენბურთის მოედნის მოწყობა;
სოფელ კახიფარში:
მოეწყო მინი სპორტული მოედანი;
ამოიცვალა სასმელი წყლის ამორტიზებული მილები;
შემოიღობა ჭაბურღილთან არსებული ავზები;
მოხდა საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა;