Hot line : (0 353) 22 12 23

მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში 864 - მა ბენეფიციარმა ისარგებლა

1 November, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში 864 - მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 289 250 ლარი გაიცა.

სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ქვეპროგრამა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა, კლინიკო - ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

Share page