Hot line : (0 353) 22 12 23

ჯიმითში საერთო საცხოვრებლის სახურავის გადახურვა დასრულდა

14 September, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში ორსართულიანი საერთო საცხოვრებლის სახურავის გადახურვის სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნული კორპუსის სახურავი, მუნიციპალიტეტში 28 მარტს მოსული სტიქიის შედეგად დაზიანდა. ჯიმითის კორპუსთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტიქიით დაზარალებული 6 მოქალაქის სახლის სახურავს ქალაქ გურჯაანში, სოფელ კახიფარში, ჭანდარში, ვაზისუბანში, ახაშენსა და ყიტაანში.

Share page