Hot line : (0 353) 22 12 23

საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

15 September, 2022

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ქალაქ გურჯაანის #1 და #3 საჯარო სკოლებს მოადგილესთან ლერი გელენავასთან, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორთან დალი მინდიაშვილთან ერთად, ესტუმრა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

სასიხარულოა, რომ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის შენობა, რეაბილიტაციის მიზნით დაიხურა და მოსწავლეებმა სასწავლო წელი ალტერნატიულ ფართში - სოფელ კალაურის საჯარო სკოლის შენობაში დაიწყეს.

 აღსანიშნავია, რომ წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სწავლა 625 პირველკლასელმა დაიწყო.

Share page