მალე, სოფელ გურჯაანში, ე.წ “დელაბაანთ უბნის” გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
მალე, სოფელ გურჯაანში, ე.წ “დელაბაანთ უბნის” გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
პროექტის მიხედვით, მოასფალტდება 1613 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების დადგმაც.
სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 821 162 ლარს შეადგენს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 7 სექტემბერს დასრულდება.