Hot line : (0 353) 22 12 23

მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა

14 July, 2022

გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა.

ნახევარფინალში 10- მა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც, ჟიურის შეფასებების შედეგად, 6 გუნდი ფინალურ ტურში ითამაშებს.

ფინალისტები არიან:

სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა;

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა;

სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლა;

ქალაქ გურჯაანის 1 - ლი საჯარო სკოლა;

ქალაქ გურჯაანის მე- 2 საჯარო სკოლა ;

ქალაქ გურჯაანის მე - 4 საჯარო სკოლა;

ჟიურის წევრები იყვნენ : მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფია ბანძავა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე, გიორგი გაჩეჩილაძე და ზურაბ გაჩეჩილაძე „შონზო“.

კონცერტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენევა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდა.

გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა გუნდები, საქართველოს პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, 2018 წელს ჩამოყალიბდა.

 მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის" ორგანიზებით იმართება.

 

Share page