Hot line : (0 353) 22 12 23

პროექტი "თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები" იწყება

8 July, 2022

პროექტი "თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები" იწყება!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია UniLab • უნილაბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის, კონკურსის წესით შერჩეული, 150 მცხოვრებისთვის მომავლის პროფესიების ტრენინგებს ჩაატარებს.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, აპლიკაციების განხილვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლიდან 25-35 მონაწილე შეირჩა – მთლიანად პროექტის პირველ ეტაპს 150 მონაწილე ეყოლება, რომელთაც მცირე ჯგუფებში კიბერლაბორატორია უნილაბი საბაზისო კომპიუტერულ უნარებში ჩაუტარებს 12 - საათიან ინტენსიურ ტრენინგს (ექვსი 2-საათიანი ლექცია-სემინარი). კურსის დასასრულს თითოეული მონაწილე წარადგენს ფინალურ პრეზენტაციას და მიიღებს უნილაბის საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 მეორე ეტაპზე კი მონაწილეები ინტერესის შესაბამისად არჩევითი ტრენინგმოდულებიდან ერთ-ერთზე დარეგისტრირდებიან :

გრაფიკული დიზაინი

ნარატივდიზაინი (ჩეტბოტები);

Frontend დეველოპმენტი (HTML, CSS);

WordPress დეველოპმენტი;

Python დეველოპმენტი.

 არჩევითი მოდული მოიცავს ცხრამეტ 2-საათიან ლექცია-სემინარს, რომელთაც ასევე კიბერლაბორატორია უნილაბი გაუძღვება. ეტაპის დასასრულს თითოეული მონაწილე გამართავს ფინალური პროექტის პრეზენტაციას, რომელსაც ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

საუკეთესო პროექტების ავტორები პროეტის წარმატებით დახურვის სერტიფიკატით დაჯილდოვდებიან.

პროექტი მომავლის პროფესიები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით ხორციელდება.

Share page