Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლებში: ვაჩნაძიანი, კალაური, ზეგაანი, მუკუზანი და ნანიანი გაიწმინდა წყლის სათავე ნაგებობები

25 June, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში, წყალმომარაგბის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოებს ახორციელებს.

სოფლებში: ვაჩნაძიანი, კალაური, ზეგაანი, მუკუზანი და ნანიანი, სპეციალური ტექნიკის საშუალებით. გაიწმინდა და მოწესრიგდა წყლის სათავე ნაგებობები. 

ასევე, სოფელ არაშენდასა და ვაზისუბანში მოეწყო 400 მეტრამდე სიგრძის წყლის ახალი მაგისტრალი, სოფელ ყიტაანში არსებულ ხილის ბაზრობაზე კი წყალმომარაგების ქსელი.

 

 

 

 

Share page