Hot line : (0 353) 22 12 23

მერი ზურაბ უტიაშვილი სოფლებში: ვაჩნაძიანსა და კალაურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

16 June, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი სოფლებში: ვაჩნაძიანსა და კალაურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და განხორცილებული ინფრასტრუქტურული პროქტები დაათვალიერა.

მერმა სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. ბაღის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია უტარდება 280 მეტრამდე სიგრძის გზას. ამ ეტაპზე, დაგებულია ასფალტის პირველი ფენა და მალე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 256 000 ლარით ფინანსდება.

კალაურში კი, ე.წ. სადგურის უბანში ჭაბუღღილის და რეზერვუარის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს და აღნიშნულ უბანს ჭაბურღილიდან წყალი უკვე მიეწოდება.

Share page