Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

14 June, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ამ დროისთვის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ გურჯაანში სარაჯიშვილის ქუჩის მეორე შესახვევსა და გაურჯის ქუჩაზე.

აღნიშნულ პროექტებზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 300 000 ლარამდე დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში, გაურჯის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება 350 მეტრამდე სიგრძის გზაზე და მოეწყობა სანიაღვრე არხი, ხოლო სარაჯიშვილის მეორე შესახვევვში მოასფალტდება 250 მეტრი სიგრძის გზა.

სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ბილტმორი" ასრულებს.

Share page