გურჯაანში, პროექტის - საჯაროდ გამოსვლების კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება
გურჯაანში, პროექტის - საჯაროდ გამოსვლების კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება.
პროექტში მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საჯარო სკოლაა ჩართული და მისი მიზანია ახალგაზრდები დაეუფლონ საჯაროდ გამოსვლის ტექნიკას და მათში პრეზენტაციის, დებატებისთვის საჭირო, ორატორული, ლოგიკური და სწორი მეტყველების უნარების წარმოჩენა და განვითარება.
ბოლო ეტაპზე მოხდება 10 საუკეთესო კონკურსანტის გამოვლენა და დაჯილდოება.
პროექტს ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახორციელებს.