გურჯაანში, პირველი გურჯაანელი პროფესიონალი ლოტბარის - ლევან მუღალაშვილის შესახებ გამოცემული მონოგრაფიული ტიპის კრებულის "კახელი ლოტბარები" გაიმართა
გურჯაანის სამუსიკო სკოლაში, მომღერლის, პირველი გურჯაანელი პროფესიონალი ლოტბარის - ლევან მუღალაშვილის შესახებ გამოცემული მონოგრაფიული ტიპის კრებულის "კახელი ლოტბარები" და აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
აუდიტორიას წიგნი ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელმა, ფოლკლორისტმა, წიგნის თანაავტორმა დავით ცინცაძემ წარუდგინა.
კრებული მომზადებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების( ანანო ხიჯაკაძე, სოფო დალაქიშვილის და ქეთი ასკილაშვილი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კაბინეტის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი თანამშრომლობით და ილია დათუაშვილის და დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ კრებული დასახელებულია 2021 წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომებს შორის, რომელიც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სახელით იქნა წარდგენილი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ "გურჯაანის" ორი თაობის წარმომადგენლებმა ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით და ლევან მუღალაშვილის სახელობის გალობის სკოლასთან არსებულმა გუნდმა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.