Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ეროვნული სამოსის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

19 May, 2022

ეროვნული სამოსის დღე, გურჯაანში, მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. ღონისძიება ქალაქ გურჯაანის განახლებულ ცენტრალურ პარკში გაიმართა.

პარკში მისულმა სტუმრებმა ძველი ქართული ფილმებიდან გაცოცხლებული ეპიზოდები იხილეს. ასევე, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი, სიმებიანი კვარტეტის მონაწილეობით. დღე კი ადგილობრივი შემსრულებლების და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დასრულდა.

პარკში წარმოდგენილი იყო ღვინის, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, გამოიფინა ძველი გურჯაანის ფოტოები.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ 18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება და გურჯაანში, ტრადიციულად, წელსაც გაიმართა ღონისძიებები. მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ქართული ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ეროვნული სამოსი ხომ კულტურის ერთ-ერთ მთავარი და განუყოფელი ნაწილია. მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, განახლებულ ცენტრალურ პარკში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა და ვფიქრობ, ღონისძიების სტუმრებისთვის საინტერესო და ლამაზი დღე იყო .“ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის და ა(ა)იპ გურჯაანის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 2016 წლიდან აღინიშნება.

Share page