სოფელ ზემო კაჭრეთში სკოლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების გამო მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით შეჩერებული, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს! გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სოფელ ზემო კაჭრეთშიც. პროექტის ფარგლებში ე. წ. სკოლის უბანში მოასფალტდება 1400 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუპოვერი" ასრულებს, რისთვისაც 450 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ზემო კაჭრეთში, სკოლის გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.