Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში სოციალური აქციები გრძელდება

29 April, 2020

 სოციალური კამპანიის ფარგლებში მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა გურჯაანში. ამჯერად, ეკონომიურად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს დახმარება, ღვინის საწარმო "ვაინერი გურჯაანის" მფლობელმა, ბიზნესმენმა - მიხეილ ქართლელიშვილმა გაუწია. აქციის ფარგლებში სასურსათო კალათი 23 - მა ოჯახმა მიიღო, რომელიც მათ კომპანიის წარმომადგენელმა და საკრებულოს ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატუტმა - რამაზ უტიაშვილმა გადასცეს.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მიხეილ ქართლელიშვილს ასეთ განსაკუთრებულად რთულ დროს ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის და გაწეული დახმარებისთვის.

Share page