Hot line : (0 353) 22 12 23

მოხალისეებს მარტოხელა მოხუცებისთვის მედიკამენტები სახლში მიაქვთ

27 April, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეების აუცილებელი მედიკამენტებით და საკვები პროდუქტით სახლში მიტანის მომსახურება გრძელდება. ახალგაზრდა მოხალესეებმა, რომლებიც მერიის ამ სოციალურ პროექტში არიან ჩართულნი, ათეულობით მარტოხელა მოხუცს დახმარება უკვე აღმოუჩინეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების გარეთ გასვლა შეზღუდულია, რადგან ისინი კორონავირუსის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ახალგაზრდა მოხალისეებს გაწეული დახმარებისთვის და სოციალური აქტიურობისთვის. 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს კი, აღნიშნული მომსახურების მისაღებად შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე - 599852200 და გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერია და ახალგაზრდა მოხალისეები მათ დახმარებას აღმოუჩენენ.

Share page