Hot line : (0 353) 22 12 23

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვები გადაეცათ

28 March, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელების ოჯახებისთვის სასურსათე კალათების გადაცემა მიმდინარეობს.  სასურსათე კალათები მშობლებს კონკრეტული საათების მიხედვით და სოციალური დისტანციის სრული დაცვით გადაეცემა.  როგორც იცით, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებისთვის გამოიყო 128 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც გურჯაანის საბავშვო ბაღების 2252 აღსაზრდელის ოჯახს სასურსათე კალათები გადაეცა.  სასურსათე კალათების აღსაზრდელების ოჯახებისთვის გადაცემა ხვალ დასრულდება

Share page